აგვისტოში ქვეყანას წინა წელთან შედარებით, 10 %-ით მეტი ვიზიტორი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც დეპარტამენტიდან იუწყებიან, 2015 წლის აგვისტოს თვე 852 377 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია.

"შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 383 619 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2%);

ბ) ტრანზიტი – 224 993 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54%);

გ) სხვა – 243 765 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3,5%).

რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 922 376 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+24,7%), აზერბაიჯანიდან (+8,3%), თურქეთიდან (-10%), რუსეთიდან (+23%) და უკრაინიდან (+5,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 21%, 20%, 14%, 12%, 10%, 10% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (36%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 54% და 35%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 766% და საუდის არაბეთი – 75%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა",-აღნიშნულია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად