აგვისტოში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 153.5 მლნ ლარით გაიზარდა

აგვისტოში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 153.5 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 581.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები და ასევე დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 740 მლნ ლარით და 710 მლნ ლარს შეადგენს. ხოლო ერთდღიანი სესხის ნაშთი თვის ბოლოსთვის 1000 მლნ ლარი იყო.

საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 260.0 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,050.4 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 64.0 მლნ ლარით გაიზარდა.

მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 131.2 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 86.0 მლნ ლარით შემცირდა. 18.9 მლნ ლარამდე გაიზარდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად