აგვისტოდან დღემდე, კონგოში ებოლას ვირუსით ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა

აგვისტოს შემდეგ, კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, ებოლას ვირუსის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლი ილუნგამ განაცხადა.

მედიის ცნობით, სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის მუშაკების მიმართ არასანდო დამოკიდებულებასაც უკავშირდება.

ილუნგა ამბობს, რომ კატვეში გარდაცვლილთა რიცხვი 1008-მდე გაიზარდა. ქალაქ ბუტემბოში ორი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა.

ემბოლის ვირუსი თავდაპირველად გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში გავრცელდა. 2014-2016 წლებში ეპიდემიის შედეგად, ათასობით აადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, დასავლეთის აფრიკაში მცხოვრები 11000-ზე მეტი ადამიანი.

უსაფრთხოების თვალსაზრისით არასტაბილური მდგომარეობა და მედიკოსების მიმართ საზოგადოების უნდობლობა  აღმოსავლეთ კონგოში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ ებოლა  ჰემორაგიულ ცხელებას წარმოადგენს. დაავადება 2013 წელს გვინეაში და შემდეგ აფრიკულ ქვეყნებში გავრცელდა. სამი ქვეყნის მონაცემებით, 2014-2016 წწ-ში ებოლას ჰემორაგიული ცხელების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 11 ათას ადამიანს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...