აღსრულების ბიუროს თავმჯდომარე: იძულებითი აღსრულება გამოსახლებებზე, სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება

ბოლო პერიოდში, “აიპრესს” არაერთმა დაზარალებულმა მიმართა, რომელთა საქმეებზე აღსრულება არ ხდება. საუბარია აღსრულების ბიუროს კომპეტენციაში მყოფ საქმეებზე, რაც გულისხმობს უკანონოდ დასაკუთრებული ფართებიდან გამოსახლებებს და აღნიშნული ფართების კანონიერი მფლობელებისთვის გადაცემას.

არაერთი საქმის მასალებს გავეცანით, სადაც საკმაოდ აბსურდულ ფაქტებს ვხვდებით, მაგალითად როდესაც კანონიერი მესაკუთრე ვერ შედის თავის ფართში და ამ დროს, პირს, რომელსაც უკანონოდ აქვს დაკავებული სხვისი საკუთრება, თავისი კუთვნილი ფართი გაქირავებული აქვს და შემოსავალს იღებს. კანონიერი მფლობელი კი იძულებულია, თავად იხადოს ქირის თანხა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ჰქონდეს.

აღსრულების ბიუროს მიერ ღონისძიებების განხორციელება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და მთავრობის დადგენილების საფუძველზეა შეჩერებული. ეს პროცესი უკვე ორი წელია გრძელდება, რის მიზეზიც პანდემიური ვითარებაა, თუმცა მეორეს მხრივ იზრდება უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ითხოვენ მათთვის კონსტიტიციით განსაზღვრული უფლების განხორციელებას.

როდის დაიწყება გამოსახლებები? – ამასთან დაკავშირებით “აიპრესი” აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ერეკლე ღვინიანიძეს ესაუბრა.

ბატონო ერეკლე, პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო   გადაწყვეტილება, რომ დროებით შეჩერებულიყო  გამოსახლებები. თუმცა, მას შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და  მეორე მხრივ, ზარალდებიან კანონიერი მესაკუთრეები.  ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ სასამართლოს გადაწყვეტილებები და  არ აქვთ საშუალება თავიანთ კერძო საკუთრებაში  შევიდნენ.  ეს ადამიანები აცხადებენ, და აბსოლუტირად სამართლიანად, რომ მათი უფლებები ირღვევა. როდის აპირებთ კერძო მესაკუთრეებს დაუბრუნოთ თავიანთი კერძო საკუთრება?

მესმის ნამდვილად, არახალია ეს პრობლემა და საკმაოდ მწვავედ დგას იმიტომ, რომ ასეთი საქმეების საკმაოდ დიდი რაოდერნობა დაგროვდა, სამწუხაროდ, ამ პერიოდში. ეს არ არის მხოლოდ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, ეს ასევე არის მთავრობის  2020 წლის 23 აპრილის  322-ე დადგენილება, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, იუსტიციის მინისტრს მიეცა უფლება განსხვავებული წესი დაედგინა, უკვე თავისი ბრძანებით, ანუ, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მათ შორის.

და, უკვე ამ ბრძანების, იუსტიციის მინისტრის ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად არის იძულებითი აღსრულება  გამოსახლებებზე შეჩერებული. როგორც ჩემთვისაა ცნობილია, გამოსახლებების შეჩერება პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა,  სხვა  ქვეყნებშიც განხორციელდა მსგავსი რამ. ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში, სადაც გამოსახლების დროს, ბევრი ადამიანის თავშეყრა ხდება, უმეტეს შემთხვევაში იკრიბებიან ნათესავები, ასევე პოლიციაც დიდი რაოდენობით არის.  სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ვგეგმავდით,  გაგვეახლებინა სექტემბრიდან, რადგან ეპიდვითარება ივლისში ცოტა დაწყნარებული იყო და ისე მოხდა, რომ სექტემბერში ისევ ახალი ტალღა წამოვიდა.

ვიცით რომ უნდა დავიწყოთ აუცილებლად. ის ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა, რომლებსაც თავიანთი საკუთრება სჭირდებათ. ეს ბალანსი რომ არ  იქნას დარღვეული, სავარაუდოდ ვფიქრობთ იანვრიდან განახლდება გამოსახლებები. ეს უბრალოდ ჩემი პირადი გადაწყვეტილება არ არის. მთავრობის დადგენილებიდან მოდის. ალბათ, თავის დროზე ჯანდაცვის რეკომენდაციებიც იყო გათვალისწინებული. შეჩერებულია არა მხოლოდ გამოსახლება, არამედ მოძრავი ნივთების გამოტანა სახლიდან, რომ  მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო დისტანცია მხარეებს შორის.

მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება, ეს არის კერძო საკუთრების უფლება…

 

რა თქმა უნდა, გეთანხმებით ნამდვილად. კარგად მესმის ამ ადამიანების. უბრალოდ ფორსმაჟორული სიტუაციაა ფაქტიურად, ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა 21-ე საუკუნეში… გამომდინარე აქედან, ასეთი გადაწყვეტილება თავის დროზე იქნა მიღებული და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია. ამ ხალხის მიმართ მესიჯის სახით რომ გავაჟღერო ინფორმაცია,  გეტყვით, რომ იავრიდან სავარაუდოდ განვაახლებთ პროცესს.

დოკუმენტების ესწავლისას, როდესაც ამ ხალხის პრობლემებს ვეცნობოდი, არის  ისეთი ემთხვევაც, როდესაც ადამიანს უკანონოდ აქვს ფართი დაკავებული და მის ფართს, რომელიც ასევე გააჩნა, აქირავებს. ფართის კანინიერი მფლობელი კი, იმის გამო რომ აღსრულება არ ხდება, ქუჩაშია…

ზოგადად, პრინციპი აქ ის იყო, რომ თავშეყრა არ მომხდარიყო, ვინაიდან ასეთი მძიმე ვითარება გვაქვს. დღეისთვის, რადგან გარკვეული ნაწილი უკვე აცრილია, პრევენციული ღონისძიებები უკვე ხორციელდება, და დიდ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, სავარაუდოდ იანვრიდან განვაახლებთ გამოსახლებებს.

ამ ხნის განმავლობაი,  რაიმე ღონისძიებებს,გამაფრთხილებელ ზომებს თუ მიმართეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ მზადყოფნაი, რომ მათ მოუწევთ სხვისი საკუთრებიდან გასვლა?

რა თქმა უნდა, შეჩერებულია მხოლოდ გამოსახლების იძულებითი  ნაწილი, თორემ ნებაყოფლობით გაფრთხილება, ის რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია მათ მიმართ გამოსახლების ნაწილში, ეს ყველამ იცის, ყველა გაფრთხილებულია.  მათ იციან, რომ როგორც კი მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე, მოხდება ბრძანებულების იძულებით გამოსახლების ნაწილში ცვლილება, თავისთავად დაიწყება მათი იძულებითი გამოსახლება.

თქვენ თუ მიიტანეთ მთავრობამდე ამბავი იმის ესახებ, რომ უკვე ბევრი საქმე დაგროვდა ასეთი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანია ამ ფაქტით?  ეიძლება, ამ მომენტისთვის, მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხები სხვა არის, მაგრამ ადამიანებისთვის, რომელთა შორის ბევრი ღია ცის ქვე დარჩა იმიტომ, რომ თავის კანონიერ ფართში ვერ ედიან, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

გამომდინარე იქიდან, რომ რა თქმა უნდა,  სულერთი არ არის არც მთავრობისთვის, არც  მინისტრისთვის და არც პირადად ჩემთვის ორივე მხარის ბედი, ზუსტად იმიტომ  იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ეს ადამიანები მძიმე ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკური კრიზისის პირობებში არ დარჩენილიყვნენ გარეთ, ღია ცის ქვეშ. რა თქმა უნდა, მინისტრისთვის ცნობილია, რომ დაგროვდა გარკვეული რაოდენობა საქმეების, რომლებიც  უნდა აღსრულდეს და ადამიანებმა უნდა მიიღონ თავისი კანონიერი საკუთრება.

 

კომენტარები
იტვირთება...