“აღფრთოვანებული ვარ რუსეთის პოზიციით, ფუტკრების გადარჩენასთან დაკავშირებით”

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და ცხოველთა უფლებადამცველი, პამელა ანდერსონი, რუსეთში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ფორუმი 3-5 სექტემბერს, ვლადივოსტოკში გაიმართება. 

"მოუთმენლად ველოდები აღნიშნულ ფორუმს, იმედი მაქვს მექნება შესაძლებლობა რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრს შევხვდე", – წერს ანდერსონი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მისი თქმით რუსეთმა უნდა გააძლიეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, როგორც მიწაზე, ასევე ზღვაში. 

"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანებული ვარ რუსეთის გადაწყვეტილებით, ფუტკრების დაცვის და გადარჩენის პრიორიტეტად გამოცხადებასთან დაკავშირებით". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად