აღმზრდელს, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 11 ბავში გადაარჩინა, ციხისძირში მემორიალს დაუდგამენ

ქობულეთში, ციხისძირში მდებარე სკვერში მემორიალს აუგებენ ბაღის აღმზრდელს, რომელმაც გასულ წელს, 11 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. მარინა კონცელიძე, იმ საბვშვო ბაღში მუსაობდა, რომლის მიმდებარედაც მისი სახელობის მემორიალი აიგება.

 
გასული წლის 5 აპრილს, საბავშვო ბაღის ეზოში 11 ბავშვის გასეირნებისას, მიმდებარე მაღლობიდან მანქანა დაგორდა, რომელიც ბავშვების მიმართულებით წავიდა. დაგორებული მანქანა, საბავშვო ბაღის რკინის ჭიშკარს შეეჯახა. მარინა კონცელიძემ მყისიერად მოახერხა რეაგირება და ბავშვებისთვის საფრთხის აცილების მიზნით, მათ გადაეფარა.
ბოძიდან მოგლეჯილი ჭიშკარი აღმზრდელს დაეცა. მძიმე დაზიანებებით ის სამედიცინო დაწებულებაში გადაიყვანეს, თუმცა აღმზრდელის გადარჩენა ექიმებმა, ვერ შეძლეს.
ტრაგიკულად დაღუპული მარინა კონცელიძე, 33 წლის იყო. მისი თავდადებისა და მადლიერების ნიშნად, ქობულეთის მერიამ მემორიალის აგებაზე ტენდერი, 17 თებერვალს გამოაცხადა. სამუსაოების სავარაუდო ღირებულება 5 ათასი ლარია.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუსაოების დასრულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მიმდინარე 31 მარტისა უნდა დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად