აღმაშენებლის გამზირზე 200-მდე ნეკერჩხალი დაირგვება

ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

“აღმაშენებლის გამზირზე კატალპები მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე დაზიანებული კატალპები ექვსმეტრიანი მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება. ხეების დარგვის პროცესს დღეს
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

როგორც მან აღნიშნა, კატალპები, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო, არსებული ურბანული კლიმატისთვის შესაბამისი არ იყო, რამაც მათი დაზიანება გამოიწვია.

„დღეს კატალპებს, რომელიც წლების წინ დაირგო, ნეკერჩხლებით ვანაცვლებთ. ჩანაცვლების აუცილებლობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ეს მცენარე ურბანული გარემოსთვის არასწორად იყო შერჩეული. სწორედ აღნიშნული მიზეზით, 180-ვე ხე დაზიანდა – ვერ გაიზარდნენ და დაავადდნენ. ნეკერჩხლები იმ ნუსხიდან შეირჩა, რომელიც წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტისა და ექსპერტების მიერ დამტკიცდა.
ექვსმეტრიანი, 200-მდე ნეკერჩხალი აღმაშენებლის გამზირზე დაირგვება დავფიქრობ, ისინი ამ უბანს ძალიან დაამშვენებს. ასევე, გასათვალისწინებულია, რომ ეს მცენარე თბილისის კლიმატისთვის და არსებული გარემოსთვის ადეკვატურია.
დარწმუნებული ვარ, ამით ძალიან კმაყოფილი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, აღმაშენებლის გასამწვანებლად არასწორი სახეობების შერჩევის გამო წუხდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, დაზიანებულ ხეებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში გადაიტანენ, სადაც ისინი გაისხვლება და შეიწამლება, რათა შესაბამის ადგილზე გადაირგოს.
აღნიშნული ჩანაცვლების შესახებ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რომ არასწორად შერჩეული სახეობის ხეები, ახალი ნერგებით ჩანაცვლებულიყო”, –  აცხადებენ მერიაში.

მსგავსი სიახლეები

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების მონტაჟს იწყებს

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის…

დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 9 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის…

თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსა

დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი…

ბარათაშვილის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით…

ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს…

დედაქალაქის მერია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას შეუერთდა

დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქალთა მიმართ ძალადობის…

თბილისის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა…

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „ტურიზმის…

ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იწარმოებს

ტაქსების სანებართვო პროცედურები დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11…

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა…
კომენტარები
იტვირთება...