აღმაშენებლის გამზირის შემდეგ მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

დღეს განახლებული აღმაშენებლის გამზირი ოფიციალურად გაიხსნა. როგორც თბლისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა “აიპრესთან” განაცხადა, ახალი ტფილისის პირველი ეტაპის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე სამი ტიპის სამუშაო განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ზონა, განახლდა 51 შენობა და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, შემდეგი ეტაპისთვის, 2017 წლის დასაწყისში, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის დაწყება იგეგმება.

“ყველაზე მნიშნელოვანი ის იყო ქალაქისთვის რომ 380 მეტრიანი საფეხმავლო ზონა შეემატა ქალაქს, რომელიც მანამდე არ ჰქონდა, 51 შენობა განახლდა, მათ შორის 41 ძეგლი ყველანაირი რესტავრაციის პირობების დაცვით. განახლდა სრულიად კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემაც დაემატა, რომელიც არ იყო. გარდა ამისა, კეთილმოწყობა გაკეთდა იმ მოთხოვნებზე მორგებით, რაც საფეხმავლო ზონას სჭირდება. ქუჩა არის ტროტუარების გარეშე, გაცოცხლებულია ძველი ქართული სადარბაზოები და ეზოების მოპირკეთების ფაქტურები. დაჯდა 29 მილიონი და რეალუად 7 თვესა და 20 დღეში მოვასწარით.

შემდეგი ეტაპი არის მშრალი ხიდი და ორბელიანის მოედანი, რომელიც შემდეგი წლის დასაწყისში დაიწყება”, – განაცხადა ბაიდარაშვილმა.

აღმაშენებლის გამზირის შემდეგ მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

iBusiness

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად