აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საბერძნეთი ზომებს ამკაცრებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, საბერძნეთი ზომებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის განცხადებით, გზატკეცილებზე გაორმაგდება კონტროლი, დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის რაოდენობა 300 ევრომდე იზრდება. Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკლესიებს “წმიდა ცეცხლის” ჩამოტარების უფლება არ ექნებათ.

საბერძნეთში, Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ამ ეტაპზე 1 884 ადამიანს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 83 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად