აგარაში მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში აგარაში მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. ბილიკი მოეწყობა 2 მონაკვეთზე: რკინიგზის გადასასვლელიდან აგარის ცენტრამდე და აგარის ცენტრიდან საბავშვო ბაღის, საავადმყოფოსა და ცენტრალურ მაგისტრალამდე.

ამჟამად მიმდინარეობს ქვიშის დატკეპნის, ბორდიულების მოწყობისა და ბეტონის ქვაფენილის დაგების სამუშაოები.
აღნიშნული პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს ასრულებს შპს “მოშე +“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...