“აეროპორტი სავსე იყო ჩემი კოლეგებით და მივხვდი, რომ გადავრჩებოდი… ჩვენ ერთმანეთს ზურს არ შევაქცევთ” – აქციაზე მაია ასათაინმა საკუთარი ტრაგედია გაიხსენა

რუსთაველის გამზირზე აქციაა, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით იმართება და რასაც “ტვ პირველის” ოპერატორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სიტყვით გამოსვლისას მაია ასათიანმა საკუთარი შვილის გარდაცვალების და თბილისში ჩამოსვენების ტრაგიკული ისტორია გაიხსენა.

“როდესაც თვითმფრინავი დაჯდა თბილისის აეროპრტში მივხვდი, რომ გადავრჩებოდი. აეროპრტი სავსე იყო ჩემი კოლეგებით. ვისთანაც მიმუშავია და არ მიმუშავია. ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი. ყველა რეჟისორი, ოპერატორი, გამნათებლები, პრაქტიკანტები, ტელევიზიის დირექტორები. რამდენსაც ახლა ვხედავთ იმდენი ხალხი იყო, ყველა ჩემს გვერდით იყო. ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ რაღაც ვიწრო მიზეზებით ჩვენ დაგვაშორიშორებს. ნებისმიერი პრობლემა ჩვენთვის გამაერთიანებელი ხდება. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ზურგს შევაქცევთ”, – თქვა მაია ასათიანმა.

კომენტარები
იტვირთება...