“აეროფლოტი” კომპანია “ტრანსაეროსგან” 34 თვითმფრინავს მიიღებს

კომპანიამ "აეროფლოტი" "სბერბანკ ლიზინგთან", "ვითიბი-ლიზინგთან" და "ვებ-ლიზინგთან" სალიზინგო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, იგი კომპანია "ტრანსაეროსგან" 34 თვითმფრინავს მიიღებს, – აღნიშნულის შესახებ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვიტალი საველევმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შხვედრისას განაცხადა.

"ეს 34 მანქანა ახლა ტექნიკურ შემოწმებას გადის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ მათგანს, 2016 წლის მარტში ვიხილავთ მუშაობაში", – აცხადებს გენერალური დირექტორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად