ადვოკატისთვის უცნობია მისცა თუ არა ფირცხალავას წინააღმდეგ ჩვენება სინდოიანმა

კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის ადვოკატისთვის, დავით ხაჟალიასთვის უცნობია მისცა თუ არა ფირცხალავას და სხვა ყოფილი  პოლიციელების წინააღმდეგ ჩვენება იმ მოწმემ, რომელიც ბოლო ინტერვიუში იური ვაზაგაშვილმა დაასახელა. 

როგორც "აიპრესის" კითხვაზე – "ხომ არ ფიქრობთ, რომ ფირცხალავას და სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენება სწორედ მეოთხე მოწმემ ედუარდ სინდოიანმა მისცა" – ადვოკატი პასუხობს რომ მან ჯერჯერობით არ იცის თუ რა დევს მტკიცებულებებში. მისივე განმარტებით, საქმეში სავარაუდოდ უნდა იყოს სიდოიანის ჩვენება, რომელიც მან სპეცოპერაციის შემდეგ სასამართლოში მისცა.

"მე არ ვიცი საქმეში რა მტკიცებულებები დევს, რადგან საქმის მასალები ჩვენთვის არ გადმოუციათ. მეოთხე მოწმე რომელიც არსებობდა, ის ალბათ ისევ არსებობს, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საუბრების დონეზე ის მოწმე მაშინ დაიკითხა სასამართლოში. თუმცა ეს ალბათ იქნება საქმის მასალებში, ვნახავთ და შემდეგ ვიტყვით რა ჰქვია ამ დაკავებას და ამ დადგუმლ სცენარს"

ირაკლი ფირცხალავასთვის და სხვა ყოფილი პოლიციელებისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ბრალის ოფიციალური წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...