ადვოკატის ინფორმაციით, ქუთაისში პირამოკერილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა

მძიმეა პატიმრის მდგომარეობა, რომელმაც ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 5 დღის წინ პირი ამოიკერა.

“აიპრესი” კობა ომანაძის ადვოკატს ილია ჯანელიძეს დაუკავშირდა. როგორც უფლებადამცველმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.
“განაგრძობს შიმშილს და ისევ პირი აქვს ამოკერილი.

მისი მოთხოვნა შეხვდეს პოლიციის მაღალჩინოსნებს ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა, მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ შესულები”_ აღნიშნა კობა ომანაძის ადვოკატმა.

კობა ომანაძე 2 ოქტომბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად