ადვოკატი: ზეწოლას გამოვრიცხავ, თუ ასეა თქვას ახვედიანმა… თუ ვინმემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, ეს იყო ახვლედიანი, ამირხანაშვილი, ბრეგაძე და ქათამაძე

ზეწოლას გამოვრიცხავ, თუ ასეა თქვას ახვედიანმა და დაიწყოს გამოძიება, – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი არასრულწლოვანი ფიგურანტის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, ეს იყო ახვლედიანი, ამირხანაშვილი, ბრეგაძე და ქათამაძე. გელხაური კითხულობს, თუ შეშინებული იყო ახვლედიანი, რატომ ახლა აღარ ეშინია ამ კუნთმაგარი ჯოხიანი კაცების?

“რას გვეუბნება ახვლედიანის ჩვენებები? მისი ჩვენება, რომელიც ახლა მიიღო გამოძიებამ აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის მის წინა ჩვენებასთან. მან კი არ დააზუსტა ჩვენება, არამედ შეცვალა. შეშინებულმა ადამიანმა შეიძლება ვერ აღიდგინოს მას მარჯვენა მხარეს სამი ადამიანი მისდევდა და მარცხენა მხარეს ოთხი და შეიძლება ამაში აერიოს. ახვლედიანი რომ იძახის, რომ ჩემს უკან არავინ მორბოდაო და შაქარაშვილის ტრაექტორია საერთოდ ვერ დავინახეო და ახლა ამ ჩვენებაში რომ გვეუბნება, რომ თურმე შაქარაშვილს ქვემოთ ჩაურბენია და მან დაინახა სამი პირი, ეს დაზუსტება არ არის.

თუ ვინმემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, არ ითანამშრომლა ახვლედიანმა, ქათამაძემ, ამირხანაშვილმა და ბრეგვაძემ. თუ შეშინებული იყო ახვლედიანი, რატომ ახლა აღარ ეშინია ამ კუნთმაგარი ჯოხიანი კაცების? მე გამოვრიცხავ მათზე ზეწოლას. თუ ეს ასე იყო, მაშინ ისიც უნდა თქვას, რომ მასზე ზეწოლა იყო და გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. ამაზე დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ვინ ემუქრებოდა, რომ მერე ჩვენ დავიჯეროთ, რომ ახვლედიანი სანდო მოწმეა”, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად