ადვოკატი: ცხედარი იპოვეს 22 ივლისს და გამიკვირდა, რომ 22-შივე მოხდა ფსიქოლოგის დაკითხვა

ცხედარი იპოვეს 22 ივლისს და გამიკვირდა, რომ 22-შივე მოხდა ფსიქოლოგის დაკითხვა, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა “პოლიტიკური პარასკევისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ გამოძიებას 18-დან 22-მდე სხვა საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებები უფრო აქტიურად ჩაეტარებინა.

“როდესაც ახალგაზრდა ბავშვი გარდაცვლილია და ხდება გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგზე აქცენტის გაკეთება და აბებზე აქცენტირება, როცა ხდება საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ამ ფორმულირებას არ ვეთანხმები და მიუღებელია. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეამზადონ, რომ საგამოძიებო მოქმედებებიდან დადგენილი აქვთ, რომ ამ გოგონამ თავი მოიკლა. ფსიქოლოგი ყავს ყველას. ფსიქოლოგის ჩვენებას დეტალურად არ შევხები, მაგრამ საჯაროდ ასეთი ფორმულირება მინიშნებაა თითქოს გამოძიების მხრიდან, რომ გოგონამ თავი მოიკლა.

22-ში, როდესაც ცხედარი იპოვეს ძალიან გამიკვირდა ერთი რამე, 22-შივე მოხდა ფსიქოლოგის დაკითხვა. ცოტა უცნაურია, როგორ მოასწრეს ფსიქოლოგიის არსებობის შესახებ მაშინვე. 22-მდე იმდენი საქმე იყო გასაკეთებლი. დღემდე დაუდგენელია ჩემთვის, 18-დან 22-მდე დრონის ჩანაწერები, ვისთან ჰქონდა ბავშვს სატელეფონო კავშირები, სმს-შეტყობინებები. ეს არ არის დადგენილი.

გამოძიება ფსიქოლოგზე ოჯახს არ გაუყვანია, თავად გავიდნენ. უმჯობესი იქნებოდა, რომ გამოძიებას 18-დან 22-მდე სხვა საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებები უფრო აქტიურად ჩაეტარებინა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად