ადვოკატი: ცენტრ პოინტის საქმეზე საპროცესოს გაფორმებას ჩვენ ვეხვეწებოდით პროკურატურას!

ამის შესახებ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„მთელი გამოძიების პროცესში ჩვენ ვეხვხეწებოდით პროკურატურას საპროცესო შეთანხმებას. მათი მხრიდან ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ეტაპორბრივად მოხსნილიყო ყადაღა ობიექტებს. იყო ძალიან მომგებიანი ინვესტორები. ეტაპობრივად დავასრულებდით ობიექტების მშენებლობას, მაგრამ პროკურატურამ არ ისურვა ეს.

არ ვიცი რას ემსახურებოდა, პროკურატურის განცხადება. ალბათ ამით მოიშორეს თავიდან დაზარალებულები, რომლებიც პროკურატურას მიადგნენ“, – განაცხადა მარი ცუცქირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად