ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები არც თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არც ძალადობის ნაწილში

მე დღეს და როგორც წესი ყოველთვის ვიცავ უდანაშაულო ადამიანებს. ხანდახან მიწევს დამნაშავედ ცნობილი ადამიანების დაცვაც, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს განაჩენს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება დაზარალებულის აღქმაში წარმოშობილ ვერსიებზე გამოძიებამ იმუშავოს.

“მე დღეს და როგორც წესი ყოველთვის ვიცავ უდანაშაულო ადამიანებს. ხანდახან მიწევს დამნაშავედ ცნობილი ადამიანების დაცვაც, როდესარ შეიძლება დაზარალებულის აღქმაში წარმოშობილ ვერსიებზე გამოძიებამ იმუშავოს.აც პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს განაჩენს. დღეს ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ მიუხედავად წარდგენილი ბრალდებისა, ეს ადამიანები არიან უდანაშაულო პირები. ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები არც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, არც ძალადობის ნაწილში.

ვერსიებზე მუშაობა შეიძლება მაშინ, როდესაც მოწმე მათ შორის ან ოპერატიული ინფორმაციით და ა. შ. გამოძიებას მიეწოდება ეს ინფორმაცია. ამ საქმეში დაახლოებით ასამდე მოწმეა, იგივე უფლებები გააჩნია ბატონ ნიკოლაძესაც, რაც სხვას. ას მოწმეს რომ სხვადასხვა ვერსია ჰქონდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე პასუხი უნდა გავცეთ”, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შაქარაშვილი ხუთმა პირმა ალყაში მოაქცია. მათ შორის ერთ-ერთ პირად ასახელებს არჩილ გაგნიძესაც, რომლის ინტერესებსაც ვასილ მამულაშვილი იცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად