ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: ჩემი მოსაზრებით ეს საქმე გამოიყო, რათა მედიას აყოლილი გამოძიება აღარ გვქონდეს

ჩემი მოსაზრებით ეს საქმე გამოიყო, რათა მედიას აყოლილი გამოძიება აღარ გვქონდეს, – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი არასრულწლოვანი ფიგურანტის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მისი თქმით, მირიან ნიკოლაძის განცხადება, რომ მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შაქარაშვილი ხუთმა პირმა ალყაში მოაქცია, მისი ვერსიაა და ეს არ დასტურდება მტკიცებულებებით.

“ამ საქმეზე არ არის 109-ე მუხლი, რომელი საქმეც დღეს იხილებოდა. ეს საქმე საერთოდ გამოიყო. გამოიყო სრულწლოვანებისგანაც და დარჩა აბსოლუტურად ცალკე. მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რატომ მოხდა ასე – მედიას აყოლილი გამოძიება აღარ გვქონოდა.

ეს არის ბიძის ვერსია, ვერსიის იქით აქ მეტი არაფერია. ბიძის არაერთი ვერსია მოვისმინეთ და უბრალოდ კომენტირება არ მინდა მის ვერსიებთან დაკავშირებით. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმ ვერსიის დასადასტურებლად, რასაც ბიძა გვთავაზობს. ხომ არ ვიტყუები? მასალები საჯაროა და ყველა მასალა აქვს მედიას”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად