ადვოკატი: ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა

დაკავებული, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას ადვოკატი ედიშერ ქარჩავა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. როგორც ის აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. მისივე განმარტებით, როგორც ჩანს, კონკრეტული პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ფოთში ეროვნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების იდეა, ირაკლი კაკულიას სახელს უკავშირდებოდა.

„ამ მომენტისათვის გადმომეცა საქმის მასალები, რა თქმა უნდა სრულად არ ვიცნობ და მთელ ანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმ ბრალის დადგენილებიდან გამომდინარე, რომელიც მე გადმომეცა და პირველ რიგში ათი ტომიდან ყურადრტებას ვამახვილებ იმ მტკიცებულებზე, რომლებიც უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი კაკულიას ეხება. პირდაპირი მტკიცებულება, რომ თითქოს მან 170 ათასი ლარი აიღო, არ არსებობს. ერთადერთი რაზეც ედავებიან, რომ თითქოს, მან 4 მილიონიან ტენდერიდან, 18 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, რა თქმა უნდა ესეც დაუსაბუთებლად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ მალთაყვის განაშენიანების პროექტი, რა თქმაუნდა არ იყო 4 მილიონიანი პროექტი, რა თქმაუნდა იყო საწყისი. აქ ოყო გაუვალი ჭაობი, იწყებოდა მინიმუმ 18 მილინით და შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო 50 მილიონიანი პტოექტი, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებდა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, ირაკლი კაკულიამ საფუძველი ჩაუყარა, მართლაც ეროვნული მნიშვნელობის საქმეს, რაც ტურისტული განვითარებას ისახავს მიზნად.

თუნდაც ფოთისთვის, ფოთის მაცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. ამ ტერიტორიის განვითარება, რომ სახელწიფო ინტერესებშია, ეს უკვე დადასტურდა იმითაც, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებულ იქნა გენერალური გეგმა ამ ტერიტორიის განვითარების, და უფრო მიმაჩნია, რომ ვინაიდან ეს იყო ირაკლი კაკულიას იდეა, მისი დაწყებული პროექტი, ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა, რომ ეროვნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაირაკლი კაკულიას სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული. აქ შესაძლებელია, რომ კონ კრეტული პირების ინტერესებს უფრო ვხედავდეთ, რომ არ უნდოდათ ირაკლი კაკულია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა „ქართული ოცნებისთვის“, – გამოჩენილიყო როგორც ერთ-ერთი, ფოთში ეროვნული იდეის წამომწყებად“_ განაცხადა ირაკლი კაკულიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად