ადვოკატი ნინო ლომჯარიას: ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია,თავს დამნაშავედ არ ცნობს 

არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც მოძალადე, ვინაიდან სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია – ასე პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველის განცხადებას.

ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაზარალებულ ქალს მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს“.

„კი ბატონო, დაიწყონ საქმის შესწავლა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ზოგადად, ყველა მხარეს უნდა მოუსმინონ და ასეთი ცალმხრივი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც მოძალადე, ვინაიდან სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე. ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, ეს არის ჩემი პოზიცია“,- განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ჭკადუა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ნიკოლოზის პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. დანარჩენს უკვე მოგახსენებთ განცხადებაში, რომელსაც გავავრცელებთ“,- აცხადებს ჭკადუა.

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა: “მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს!

შეგახსენებთ, დღეს ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა მას არასრულწლოვანის თანდასრებით ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავება.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთ ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

წყარო: 1TV

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად