ადვოკატი: მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის

ამის შესახებ თბილისის №51 სკოლიდ მოსწავლის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკამა ანა კოტეტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატი ანა კოტეტიშვილი, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ კალანდიას ქალაქიდან გასვლას აპირებდა

“მიხეილ კალანდიას პოზიცია არის ის, რომ ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის. თუმცა, ოფიციალურად როდესაც ვნახავთ მასალებს და ბრალის ფორმულირებას დეტალურად მოგახსენებთ ყველაფერს,

​რაც შეეხება მიმალვას, ამას კატეგორიულად ვუარყოფ, იმიტომ რომ 11:00 საათზე მოდიოდა, უფრო სწორად 10:30 -და ჩემთან სატელეფონო კონტაქტზე იყვნენ, როგორ მოდიოდნენ, შევთანხმდით ჩემი ადგილმდებარეობა სად იყო და ზუსტად ათი რომ დააკლდა, მითხრეს რომ მიხეილ კალანდია დააკავეს”, – განაცხადა კალანდიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე  17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად,  პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...