ადვოკატი: ლავასოღლის ოჯახის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორი ორშაბათს შეხვდება

მინდია ლავასორლის ოჯახის წევრებს და ადვოკატს ორშაბათს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეხვდებიან. ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ადვოკატმა განუცხადა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. მანამდე კი შიმშილობა და პროტესტი იუსტიციის სახლთან მეექვსე დღეა გრძელდება. თუმცა, გუშინდელისგან განსხვავებით, პროტესტის რადიკალური ზომების მიღებას არ აპირებენ.

გუშინ აქციაზე პოლიციამ კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა. მათ საქმეებს ბათუმის საქალაქო სასამართლო, დღეს განიხილავს.

ლავასოღლის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 1 ივნისიდან კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქციას მართავენ.
ამ დროისთვის 17 პირი შიმშილობს მათშორის ოთხმა პირი ამოიკერა. ლავასორლი 2 წელია თურქეთში საექსტრადაციო საპატიმროშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად