ადვოკატი: ჯიშკარიანს 4-ჯერ ჰქონდა ინფარქტი, 1 ჭიქა კონიაკი ყოველდღე აუცილებლად უნდა დაელია

ამის შესახებ, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ილია ჯიშკარიანი ნაბახუსევი ნამდვილად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ ჭიქა კონიაკი აუცილებლად უნდა მიეღო ყოველდღე. ოთხჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი. აუცილებელია,”- თქვა მარიამ კუბლაშვილმა “მთავარი არხის ეთერში”,-ამბობს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად