ადვოკატი: ილია ჯიშკარიანის ახლობლებმა თამთა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა

დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამრების ჩანაწერები, სადაც ნამდვილად ჩანს რომ თამთა გამოდის შემთხვევის ადგილიდან”,- ამის შესახებ ადვოკატმა თამარ ლუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თოდაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატის თქმით, თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა.

“დღეს დამატებითი გამოკითხვა ჩატარდა და გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან და მათ მიერ შემოთავაზებული იყო მორიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი გამოძიება,” – თქვა თამარ ლუკავამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ვიდეო-კამრების ჩანაწერების მიხედვით ნამდვილად ჩანს რომ თამთა თოდაძე შემთხვევის ადგილიდან გამოდის.

“კომუნიკაცია იყო დედასთან, 3 დღის წინ დაახლოებით. 2 ოქტომბერს გახმაურებამდე. სწორედ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო არ გახმაურებულიყო ეს საქმე. გამომძიებლის ინფორმაციით, მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამრების ჩანაწერები, სადაც ნამდვილად ჩანს რომ თამთა გამოდის შემთხვევის ადგილიდან”,-ამბობს ადვოკატი.

ამასთან, საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე იმყოფება მისი დედა, ხათუნა ოქროპირიძე.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად