ადვოკატი: გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე ზაზა სარალიძის თანხმობა არ არსებობს

ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „ტვპირველთან“ განაცხადა.

„ეს საპროცესო შეთანხმება არის ნათელი მაგალითი დღევანდელი პროკურატურის, რომელმაც სრულიად უგულებელყობით გააფორმა ეს საპროცესო შეთანხმება.
დღეს საზოგადოებაში არაერთი კითხვა ისმის, არსებობდა თუ არა საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ზაზა სარალიძის თანხმობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი წერილობითი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა ზაზა სარალიძის თანხმობას საპროცესო შეთანხმებაზე.
კანონი ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის პოზიცია უნდა იყოს დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იყო მკვეთრად უარყოფითი საპროცესო გაფორმების შეთანხმებაზე და არცერთ დოკუმენტზე ხელმოწერილი არ არსებობს.
არანაირი მნიშვნელოვანი დეტალი არ დაუკონკრეტებია გიორგი ჯანაშიას, რომელსაც მივიჩნევდით გულწრფელ აღიარებად. მივიჩნევდით თანამშრომლობად. მას არ ქონია გულწრფელი აღიარება დანაშაულთან მიმართებაში,

ზაზა სარალიძე წლებთან დაკავშირებით არ დავობს. მთავარია გამოვლინდეს დამნაშავე პირები.
მე თავს უფლებას ვაძლებ, სალაძის ჩემთან ნათქვამი გავახმაურო. ანუ, რატომ აქვს წლებთან დაკავშირებით ეს პოზიცია. ის ამბობს, რა აზრი აქვს დავას, როდესაც 10 წელი გავა, 15 წელი გავა, ეს ბავშვები აუცილებლად დატოვებენ ციხეს და გააგრძელებენ ცხოვრებას და დათუნა აღარასდროს გაცოცხლდება.
აქედან გამომდინარე, დღეს გააგრძელებენ ცხოვრებას თუ ხვალ, ჩემთვის არანირი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაშინ დამამცირა კანონმა როდესაც წლებთან დაკავშირებით დამიწყო საუბარიო.
მისი მთავარი პოზიციაა, საქმეში გამოვლენილი იყოს დამნაშავე პირები“- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

შეაგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე თბილისის №51 საჯარო სკოლის მოსწავლე – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, სასიკვდილოდ დაჭრეს.

დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძეს კი 12 ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დადგინდა რომ ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის მოხდა. შსს-მ ორი არასრულწლოვანი დააკავა გიორგი ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია.

პროკურატურა ბარბაქაძეს ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ჯანაშიას კი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 16 წლის დავით სარალიძის მკველობისთვის გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად