ადვოკატი: ღოღობერიძეს სუს-ის თანამშრომლის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ, გირაოს დაპირდნენ

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული, მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღოღობერიძეს ბათუმის არეულობაში ორგანიზატორად, სუსის თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დადანაშაულება მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი, 20 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას დაჰპირდნენ, რაზეც ღოღობერიძემ უარი განაცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, რომ 25 აპრილს, მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში თანამდებობის პირი შევიდა და უთხრა, რომ 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, გამოეძახა მისი საქმის გამომძიებელი უჩა კახიძე და უნდა მიეცა ჩვენება, თითქოს მერაბ ღოღობერიძეს აჭარაში მასობრივი არეულობისა და ძალადობის ორგანიზება სუს-ის თანამშრომელმა, ვინმე ყიფიანმა დაავალა. ამაზე რა თქმა უნდა მერაბ ღოღობერიძემ კატეგორიული უარი განაცხადა და განმარტა, რომ არანაირ სუს-თან და შსს-სთან მას ურთიერობა არ ჰქონდა.

კატეგორიული უარი უთხრა. თუ ღოღობერიძე ამ დაკვეთას შეასრულებდა, 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ და ეს მიუღებელი იყო მისთვის. 

ხვალ გავმართავ ბრიფინგს და გავასაჯაროვებ ამ გამოკითხვის ოქმს, როგორც საგამოძიებო დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მოვითხოვთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ამ ყველაფერზე,“-განაცხადა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ "აიპრესთან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად