ადვოკატი: დღეს, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე შუამდგომლობის დაყენება დაგეგმილი არ გვაქვს

 გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან ექსპერტ-კრმინალისტები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ ავტომანქანის ჩხრეკაში, რომელშიც პროკურატურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი იყო.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენება დაგეგმილი არ აქვს.

“გაგრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა. პროკურორს გამოძახებული ჰყავს 3 ექსპერტ კრიმინალისტი და მოხდება მათი დაკითხვა. რაც შეეხება შუამდგომლობის დაყენებას, დაგეგმილი არ გვაქვს. შესაბამისად წინასწარ მომზადებული ამისთვის არ ვართ. თუ რაიმე ახალი გარემოება სასამართლო სხდომაზე წარმოიშვება, ბუნებრივია ჩვენ ამ შესაძლებლობა გამოვიყენებ” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუას მორიგი სასამართლო სხდომა ერთი დღის წინ, 2020 წლის 18 მაისს ჩატარდა. იყო მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულს პატიმრობიდან გაათავისუფლებდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

შსს-მ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად