ადვოკატი: ჩემი ინფორმაციით ერმაკოვზე უნდოდათ გასვლა, დანარჩენები ფაქტიურად უდანაშაულოები არიან

“დანარჩენი ექვსი ადამიანი ფაქტიურად უდანაშაულოა, მე როგორც ვატყობ და მაქვს ინფორმაცია ერმაკოვზე უნდოდათ გასვლა. შესაძლოა ამ საქმეში ერმაკოვიც უცოდველია და გამოყენებულია ვინმეს მხრიდან, ჩვენ ეს თვითონ ერმაკოვისგან უნდა მოვისმინოთ,” – ეს განცხადება გუშინ ბათუმში დაკავებული სამი მაღალჩინოსნის ადვოკატმა რამინ პაპიძემ გააკეთა. ადვოკატის მტკიცებით პროექტის ინიციატორი სწორედ ყოფილი მერია და საქმის მასალების მიხედვით სხვა 6 მაღალჩინოსნის ბრალეულობა არ იკვეთება:

“დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ისინი ამ ორი წლის განმავბაში გამოკითხვაზე არაერთხელ იყვნენ. საქმის მასალები 22 ტომს მოიცავს. ხვალ აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ. საქმის მასალები ადვოკატებს ჯერ არ გვაქვს გადმოცემლი. რის გამოც დაცვის უფლება ირღვევა იმიტომ რომ ბრალდებულებს არ მიეცათ იმის უფლება, რომ კონტრ-მტკიცებულებებით თავი დაეცვათ. ფაქტიურად ბრალდებას ქონდა საშუალება ორი წლის განმავლობაში მტკიცებულებები მოეპოვებინა. მაქვს ინფრომაცია რომ აქ არის მთავარი გარემოება ის რომ, ამ აზერბაიჯანულ კომპანოასთან ურთიერთობა, ამ საქმეში ფიგურირებს უკრაინული კომპანია, რომელმაც ერთდროულად მიიღო ეს მილიონ 400 ათასი ლარი.

შეიძლება იყოს კავშირი აჭარის მთავრობასთან. ვინაიდან ამის საფუძველს გვაძლევს, იაფფასიანი სახლების პროექტი წამოვიდა აჭარის მთავრობიდან. აღმოჩნდა რომ ეს უჩუქებია აჭარის მთავეობისთვის უსასყიდლოდ იმ უკარინულ კომპანიას რომელმაც საბოლოოდ ეს მილონ 400 ათასი ლარი წაიღო. ბათუმის მერიიდან წერილი აჭარის მთავრობაზე რომ იაფ სახლებთან დაკავშირებით ითხოვდენენ დამარებას ხომ არ ქონდათ მათ რაიმე პროექტი. ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზის ბანკს აქვს დასტური გაცემული, რომ ბანკი რომლისგანაც წარმოადგინა აზერბაიჯანულმა კომპანიამ საბანკო გარატია პირობაში, ადასტურებს რომ არსებობს ასეთი ბანკი. ამ დროს მიწოდებულია მტკიცებულება ინგლისელი ადვოკატისგან რომ ბანკი რომელმაც გასცა საბანკო გარატია ასეთი ბანკი ბუნებაში არ არსებობს. პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას რომ თითქოს მიზანმიმრთულად გაამარჯვებინეს კომპანიას, მაშინ როდესაც ფორმალურად კონკურსი გაიმართა დაცული იყო კანონმდებლბის ყველა მოთხოვნა.

ეს არის აზერბაიჯანული და უკრაინული კომპანიის კავშირი, რომლებიც მჭიდრო კავშირშია აჭარის მთავრობასთან. შესაძლოა მერიიდანაც იყოს კავშირში. უნდა დადგეს აჭარის მთაბრობისგანაც პასუხისმენლობის საკითხი. რაც შეეხება დაკავებულ პირბი ისინი მოქმედებდნენ კანონის დაცვით. ამაზე ერმაკოვმა უნდა გააკეთოს განმარტებები. დანარჩენი ექვსი ადამიანი ფაქტიურად უდანაშაულოა, მე როგორც ვატყობ და მაქვს ინფორმაცია ერმაკოვზე უნდოდათ გასვლა. შესაძლოა ამ საქმეში ერმაკოვიც უცოდველია და გამოყენებულია ვინმეს მხრიდან, ჩვენ ეს თვითონ ერმაკოვისგან უნდა მოვისმინოთ,”- განაცხადა რამინ პაპიძემ.

7-ვე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად