ადვოკატი: ბრალდებული ამბობს, რომ სარალიძეს დანა არა 14-ჯერ, არამედ ერთხელ დაარტყა

მე-11 კლასელი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც 2 დღის შემდეგ ჩაბარდა პოლიციას, სარალიძისთვის 14 ჭრილობის მიყენების ფაქტს არ ადასტურებს, – ამის შესახებ "აიპრესთან" არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ მან დავით სარალიძეს მხოლოდ ერთხელ დაარტყა დანა.

"აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც ერთხელ მოიქნია. დანარჩენი ჭრილობის მიყენებას არ ადასტურებს ეს ადამიანი.  იყო ჩხუბი, მიმდინარეობა ცემა და ამ დროს მოვიქნიე დანაო. დანარჩენი ჭრილობების შესახებ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

მისი მონაყოლიდან დგინდება, რომ მას არ მიუყენებია სარალიძისთვის 14 ჭრილობა, სავარაუდოდ სხვა ადამიანზეა საუბარი. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

ბრადებულის ჩვენების მიხედვით, მას არ მიუყენებია ეს დაზიანებები. აქ ძალინ მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა. შეიძლება ექსპერტიზამ თქვას, რომ ერთმა ადამიანმ მიაყენა, შეიძლება თქვას რომ სხვადასხვა დანებით არის მიყენებული ჭრილობები, შეიძლება თქვას ორმა ადამიანმა მიაყენა ჭრილობა…  აქ ძალიან ბევრი დეტალია, ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის არ არის მიზანი ბრალდებული დაუსხლტეს მართლმსაჯულებას, პირიქით, თვითმიზანია დადგინდეს ჭეშმარიტება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, დაზარალებულის ოჯახმა უნდა იცოდეს სიმართლე, ვინ რა დაზიანება მიაყენა. რატომ უნდა იფიქროს საზოგადოებამ ან ვინმემ, რომ დაზიანება მიაყენა ერთმა ადამიანმა თუ ასე არ არის?! დაველოდოთ გამოძებას. ვნახოთ რა დამტკიცდება. 

თუ ჰკითხებ ბრალდებულს, რატომ არ ჩაბარდა პოლიციას?

ვინაიდან მას შევხვდი მცირე ხნით გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, ყველა თემაზე ამომწურავად არ გვისაუბრია, რამდენიმე დღეში შევხვდები და ყველა თემას დეტალურად გამოვკითხავ. მე კითხვები დავუსვი ფაქტთან დაკავშირებით, რაც ახსოვდა და დაინახა. 

მოტივს რას ასახელებს?

აცხადებეს, რომ ჩხუბი იყო და მცემდაო, ამ დროს მოხდა ეს ყველაფერიო.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მე-11 კლასის მოსწავლეების მკვლელობისთვის ორივე ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად