ადვოკატები სუბელიანისთვის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლას 5 ათას ლარიანი გირაოთი ითხოვენ

სახელმწიფო ბრალდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი თბილისის №51 საშუალო სკოლის მოსწავლეების დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

სასამართლოზე , მირზა სუბელიანის ადვოკატებმა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობა, 5 ათას ლარიანი გირაოს შეცვლით მოითხოვეს, რასაზე სუბელიანი დაეთანხმა და განაცხადა: „ვეთანხმები ადვოკატებს, მაგრამ თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები.9 თვის განმავლობაში საამარტოვო საკანში გამოვსწორდი.პროკურატურა არ ეთანხმება მირზა სუბელიანი აღკვეთი ღონისძიების სახის შეცვლას და მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

მოსამართლე სათათბიროთ გავიდა. შეცვლის თუ არა აღკვეთ ღონისძიებას რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა ნოზაძე ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის საქმეს არსებითად განიხილავს

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად