ადრეატიკის თასის ფინალში, გოგა ბითაძეს და მის გუნდს გულშემატკივარი გაუსწორდა (ვიდეო)

ბელგრადში, ადრიატიკის თასის ფინალური დაპირისპირების მომდევნო მატჩი დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე გოგა ბითაძის “ბუდეჩნოსტის” მოტამაშეებს სერბული “ცრვენა ზვეზდას” გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ.

გუნდების მატჩისწინა მოთელვის დროს მაყურებელი მოედანზე გადავიდა და მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტში დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ და “ბუდეჩნოსტის” მოთამაშეები მოედნიდან გაიყვანეს.

შეხვედრა რამდენიმეწუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში “ბუდეჩნოსტმა” გაიმარჯვა და 5 თამაშიან დაპირისპირებაში ანგარიში 2 :2 გახდა. დღევანდელი შეხვედრის გამარჯვებული ადრეატიკის თასის მფლობელი გახდება. გოგა ბითაძის გუნდს აქვს შანსი ტიტული შეინარჩუნოს და თასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...