ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა

ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ, ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში საქართველოს ჰიმნის ფონზე, საზეიმოდ აღიმართა ეროვნული სიმბოლო – საქართველოს სახელმწიფო დროშა.

შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო დროშის დღე ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და სიტყვით მიმართა: „სრულიად საქართველოს მივულოცავ ქართული დროშის დღეს, რომელიც ჩვენი ერთიანობის, თავისუფლებისა და სიძლიერის სიმბოლოა. ყველა ვამაყობთ ჩვენი დროშით, ჩვენი ქვეყნით და თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მუდამ გამარჯვებულ გზაზე სიარულს“.

ღონისძიებას ახალციხის მოსახლეობა, ასევე, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად