ადიგენის მუნიციპალიტეტმა დამატებით ასი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ადიგენის მუნიციპალიტეტმა დმატებით კიდევ ასი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

გამგეობის ცნობით, აღნიშნული ურნები სოფლებში უახლოეს მომავალში განთავსდება.

,,სისუფთავე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკს“- განაცხადა მუნიციპალუტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...