ადგილობრივების ინფორმაციით, ოზურგეთში მოკლული მამაკაცი თბილისელია

ოზურგეთის მუნუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოკლული მამაკაცი, ადგილობრივების თქმით თბილისის მაცხოვრებელია და ის ნატანებში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც ისინი ყვებიან, შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი შვილი იყო, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.

„გარდაცვლილი არის ამირან ფალავანდიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანებში. ეს კაცი იყო თბილისის მაცხოვრებელი, სტუმრად იყო ჩამოსული თავის ძმასთან ერთად. რა იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული არ ვიცი. ვიცი რომ თავის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი, შვილი სახლში არ იმყოფება. დილით მეზობელმა ნახა გარდაცვლილი. არ ვიცი თუ ვინმესთან ქონდა კონფლიქტი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს“ – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ გობრონიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. მიკლუკია 60 წლამდე მამაკაცი. მკვლელობის მოტივი უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად