ადეიშვილი: საქართველოში კარგ ინსტიტუტს ან სამართლის სკოლას გავაკეთებდი

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის თქმით, ის ხელისუფლებაში მოსვლას აღარ აპირებს. მისი მიმართულება, დაბრუნების შემთხვევაში, საგანმანათლებლო სამიქნობა იქნება.

“საერთოდ უნდა დავივიწყოთ შიში. ადეიშვილი არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება – ეს ერთი. მე ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს” – ასე უპასუხა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას ინტერვიუში.

ადეიშვილის თქმით, მას საქართველოში საგანმანათლებო საქმიანობის მიმართულებით სურს მუშაობა და კარგი ინსტიტუტის ან სამართლის სკოლის გაკეთება.

“რაც შეეხება შეცდომას, ჩვენი და მათ შორის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ორი. ერთი ის, რომ იმ პროცესში, როცა ახალ სახელმწიფოს ვაშენებდით, განათლებაში საკმარისი ფული არ ჩავდეთ, რომ შეგვეცვალა პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური კლასი. თუ განათლებაში სათანადო ინვესტიციები არ იქნება, რომ შექმნა ახალი პოლიტიკური ელიტა, ის სახელმწიფო განწირულია. მეორე შეცდომა არის ის, რომ უფრო ნაკლები ტოლერანტობა უნდა გვქონოდა ჩვენი დარღვევების მიმართ.

იყო ასეთი ნარატივი ჩვენზე, რომ ვართ დაუნდობელი, სისხლის მსმელი ადამიანები, რომლებიც სჯიან… როცა საქმე საქმეზე მიდგება, რაზე ლაპარაკობენ? იმაზე, რომ კონკრეტულ საქმეში არ დაისაჯაკონკრეტული სამართალდამრღვევი… , უფრო მეტად ლაპარაკობენ, რომ შექიმნა რაღაც ტიპის ორმაგისტანდარტი. თუმცა, მგონია, რომ გავაკეთე იმდენი, რაც ერთ ადამიანს შეეძლო, გაეკეთებინა.”,-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად