ადეიშვილი: მურუსიძის სახელი 2012 წელს პირველად გავიგე და ზარდიაშვილი მდივნის ფუნქციას ასრულებდა

“ერთი გვარი მაინც უნდა დავასახელო, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც მოწებებული გყავს, მაგრამ ჯერ გკითხავთ, ბევრი იყო ისეთი ახლობელი ადამიანი შენთვის, როგორც მე?” – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს.

ზურაბ ადეშვილმ კითხვას პასუხად განაცხადა, რომ ასეთი ადამიანი იყო ძალიან ცოტა, სადღაც ორი-სამი კაცი.

ნიკა გვარამია: დიდი მადლობა, რომ დამიდატურე, მეც ასე ვფიქრობ. და ვინაა საერთოდ ეს ზარდიაშვილი? რა ფენომენია?

ადეიშვილი: გინახავთ იქ საერთოდ ვინმეს? ან გაგიგიათ მისი სახელი?

გვარამია: მე თუ არ გამიგია, საერთოდ არავის გაუგია.

ადეიშვილი: ვანო ზარდიაშვილი წელიწადნახევარი მუშაობდა ჩემთან და იყო ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე. ტელეფონებს პასუხობდა და ჰქონდა მდივნის ფუნქცია.

ზურაბ ადეიშვილმა ლევან  მურუსიძეზეც ისაუბრა.

“გადასახადების ოდენობა არაა ისეთი ოდენობის დღეს საქართველოში, რომ მისი გადახდა ბიზნესისთვის პრობლემა იყოს. ორი რამაა პრობლემა ბიზნესისთვის, ერთი ის, რომ არ შემოდიან საერთასორისო კორპორაციები და ასევე მთავარია სასამართლო რეფორმა” – “ნაცმოძრაობის” ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სასამართლოსთან დაკავშირებულ კომენტარს ნიკა გვარამიას რეპლიკა მოჰყვა: ოოო, მნიშვნელოვან საკითხს მივადექით, ახლა გინდა გითხრა მაყურებელმა რა იფიქრა, ამას რომ მოუსმინა? რა ნამუსით ლაპარაკობს ადეიშვილი სასამართლო რეფორმაზე…რა გინდოდა სასამართლოსგან და რა მიიღე?

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ავიღო ამ ყველაფერზე, ვაცნობიერებ რა თქმა უნდა და ყველაზე მეტად ვინ დაისაჯა ამით?

ნიკა გვარამია: შენ, რა თქმა უნდა…შენივე ღია მონებმა მიუსაჯეს ზურაბ ადეიშვილს, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე, მურუსიძე ამათი კრეატურაა, შენ ვერ შეგტენი.. რა ფენომენია ჩინჩალაძე, რატომ უნდა ყოფილიყო საერთოდ?

ადეიშვილი: მურუსიძის არსებობა პირველად 2012 წელს გავიგე. მოდი ასე ვთქვათ…

ნიკა გვარამია: როგორ არ უნდა ვთქვათ, ეს ინსტიტუცია ვერ და არ შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ.

ადეიშვილი: შენ ახლა ჩამოხრჩობილის ოჯახში რომ თოკზე ლაპარაკობენ, იმ სიტუაციაში გინდა ახლა მამყოფო…2004-2005 წლებში როგორი სასამართლო იყო?!

ნიკა გვარამია: რატომ მოიწყვე შენთვის კომფორტული სასამართლო?

ადეიშვილი: პირველი წელი, როცა ამ ხელისუფლებამ ვერ მოტეხა ეს სასამართლო, ისინი იღებდნენ გამამართლებელ განაჩენებს, ხო?

გვარამია: ვინ მოაქცია იცი ეს სასამართლო ივანიშვილის გავლენის ქვეშ? შენმა მთავარმა ფენომენებმა, ცერცვაძემ და ჩინჩალაძემ. ეს ხელისუფლება არ მაინტერესებს, ესენი ძალიან ცუდი ტიპები არიან, შენმა ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა ეს? ადეიშვილმა შექმნა გამართული პროკურატურა და უკან მოჩანჩალებდა სასამართლო, არ იყო უკანა ეზო სასამართლო პროკურატურის? თუ კოტე კუბლაშვილის ბრალი იყო?!

ადეიშვილი: მეტი ლიდერშიპი სჭირდებოდა სასამართლოს, გეთანხმებით…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად