ადეიშვილი: მოსახლეობის ასეთი ტოტალური კონტროლი საქართველოში არასდროს ყოფილა!

ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, სადაც აღნიშნავს რომ საქართველოში, მოსახლეობის ასეთი ტოტალური კონტროლი არასდროს ყოფილა.

ნიკა გვარამიამ ადეიშვილს ჰკითხა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში ბიზნესი და ეკონომიკა, როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ხალხმა უკეთესად.

“პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პოლიტიკური პოლიციის გაუქმება საქართველოში. ეს არის ამოსავალი ყველა დანარჩენი პრობლემის. პოლიტიკური პოლიცია არის სუს-ი არა იმ ფუნქციით, რა ფუნქციითაც უნდა არსებობდეს ყველა ქვეყანაში, არამედ იმ ფუნქციით, რა ფუნქციითაც დღეს არსებობს. ჩემი აზრით, კონსტიტუციური უსაფრთხოების რაღაც ფუნქცია საერთოდ უნდა გაქრეს. არასოდეს ასეთი ტოტალური კონტროლი მოსახლეობის არ ყოფილა საქართველოში. ეს ფაქტია“, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, ტოტალური კონტროლის ერთ-ერთ მაგალითად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა.

“ჩვენ ხომ დავინახეთ, 2018-ში ამომრჩევლის ნება იყო, თქვენივე კვლევების მიხედვით, აბსოლუტურად სხვა და პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, როცა ამომრჩევლის ნება მოიპარეს. არჩევნებზე ყოველთვის იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ ამომრჩევლის ნება რომ მოპარულიყო – ასეთი რამ მოხდა მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადა ადეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...