ადეიშვილი ბიზნესმენებს: დაივიწყეთ შიში, საქართველოში არცერთ ხელისუფლებაში აღარ ვიქნები

“საერთოდ უნდა დავივიწყოთ შიში. ადეიშვილი არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება – ეს ერთი. მე ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს” – ასე უპასუხა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას ინტერვიუში.

“ბიზნესმენები არიან გზასაყარზე  რა აირჩიონ? ვინც პარსავს და ჯიბეში მიაქვს ფული თუ ადეიშვილის შიში? კი ბატონო, სახელმწიფოს  მიაქვს ეს ფული, მაგრამ მაინც” – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვრამიამ თავის რესპოდეტს.

ადეიშვილის თქმით, მას საქართველოში საგანმანათლებო საქმიანობის მიმართულებით სურს მუშაობა და კარგი ინსტიტუტის ან სამართლის სკოლის გაკეთება.

ნიკა გვარამიას ერთ-ერთი კითხვა ყოფილ პროკურორთან და იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ლეგიტიმური მიზნებისთვის არალეგიტიმური გზებით მოძიებულ თანხებს შეეხებოდა. ბიზნესის დაწიოკების შესახებ დასმული კითხვა ასე ჟღერდა:

პირველ საპროკურორო ვადაში, მათ შორის თქვენი ჩარევით, მოხდა ინსტიტუციონალიზაცია იმისა რაც არასოდეს არ ყოფილა – გადასახადი უნდა იქნეს გადახდილი. მერე იუსტიციის მინისტრი და პროკურორი ერთდროულად რომ გახდი, მაშინ რა ხდებოდა იმაზეა ლაპარაკი, მაშინდელ დაწიოკებებზე, რომ ართმევდნენ ბიზნესმენებს.. არავინ ამბობს, რომ სახლში მიგქონდათ, მიგქონდათ სიღნაღში პირობითად, სადღაც კიდევ სხვაგან, სახელმწიფო მიზნებზე, ლეგიტიმურ მიზნებზე, მაგრამ არალეგიტიმური გზებით. მთლიანად შენამდე მოდის ეს ყველაფერი. საგადასახადო პოლიციის “შეფის” გადაცდომებიც შენ გეწეპება, რადგან შენი კადრი იყოო, ამბობენ. საგადასახადო სამახურის უფროსიც აგრეთვე. რატომ მოექციე ამ წრის ცენტრში? მართლა იყავით თუ არა და საერთოდ ეს მეთოდები რატო იყო და როგორ უყურებ ახლა ამას?

2012 წელს განსხვავებული იყო უკვე მიდგომები, წინა პერიოდთან შედარებით. მანდ საქმე იმაში კი არ იყო ვინმეს, რომ უკანონოდ გადასახადი დაუწესდა, რომ სიღნაღი აშენებულიყო. რეალურად რა უნდა გაკეთებულიყო. არსებობდა ორი გზა. მაგალითად, ადამიანს აღმოუჩინე რომ მოიპარა 20 მლნ ლარი.

-საგადასახადო ამბავში?

ან საგადასახადო ან სახელმწიფო შესყიდვებში, რაც ძირთადად იყო. ძალიან კარგად ვიცით, რომ ვიღაცებმა ხელიც მოითბეს, ვიღაცები გამდიდრდნენ კიდევაც. როდესაც ამოწმებ რომელიმე სახელმწიფო ორგანოს…..

-აღმოუჩინეთ საგადასახადო დარღვევა…

სწორი გზა არის რომ ეს ფირმა დაყადაღდეს, მან უნდა გადაიხადოს გადასახადი, ეს ადამიანი დაისაჯოს. იმის გამო რომ ეს ძალიან დაარტყავდა ეკონომიკას და მათ შორის ამ დიდ კომპანიასაც, არსებობდა “შორტკატები”…

-მიდიოდა პროკურორი და ეუბნებოდა, მოდი სიღნაღში რამე ააშენე, ფული ჩადე და დაგანებებთ თავს, ესე იყო? მარტივად “შორტკატი” გავაკეთე ახლა მეც.

ანუ რომ გავამარტივოთ, ის ფული რაც შენ მოიპარაე და წაიღე სახლში ამ ფულის რაღაც ნაწილი მოახმარე საზოგადოებას.

-ანუ ეს ამბავი, შეხედეთ ნოტარიუსებით გადაფორმებები რამდენია ღამის განმავლობაში, ნებაყოფლობით ჩუქებები, ამის ახსნას შენ მე მეუბნები, რომ არის ყველა …

შეუძლებელია ახლა მაგას ვინმე დათანხმდეს.

-ახლა შენ ხო პირიქით მეუბნები, ბევრი ხალხი არ დავიჭირე და აქეთ მაბრალებთო.

ძალიან მარტივად რომ ავხსნა, რა მდგომარეობა იყო. მე არ ვამართლებ იმ პროცედურას, რა პორცედურაც გავაკეთეთ მაშინ…

-ახლა რას გააკეთებდით? არ მითხრათ რომ დაიჭერდით…

არა, ლეგალიზაციას გავაკეთებდი.

-ანუ ჩამოაწერდი იმ ვალებს და არანაირ სიღნაღებში არ მიატანიებდი?

ნაწილის ლეგალიზაციაც გავაკეთეთ მაგრამ…

-ბიზნესმენების დაჭერა ზოგადად სწორია?

შენ გგონია ამერიკაში ბიზნესმენს არ იჭერენ?

-არა, არ მგონია, პირიქით. ამერიკაში ყველაზე მძიმე საგადასახადო პასუხისმგებლობის ფორმაა. მაგრამ ამერიკაში ხო ძალიან სერიოზული წესრიგია საგადასახადო. ქართველი ბიზნესმენები ხომ არ არიან ჯერ ამისთვის მზად? ქართველ ბიზნესმენს ხომ იცი რომ ადეიშვილის მეტად ეშინოდათ, მას ერჩივნა საგადასახადო ინსპექტორი. აი დეს როგორც არის, დღეს ხომ დაბრუნდა ქრთამი, დღეს ხომ ლეგალურად ართმევენ ფულს, იმაზე მეტს ვიდრე შენ დროს. თან იციან რომ ჯიბესი მოდის ეს ფული და არა სიღნაღში… ურჩევნიათ, კომფორტულად არიან, შიში არ აქვთ

იმიტომ რომ როცა ქრთამს აძლევ მაშინ ხდები ექსკლუზივი, როგორც ბიზნესმენი, ამიტომ ურჩევნია ძალიან ბევრ ბიზნესს საქართველოში. გასაგები ფორმაა ურთიერთობის ეს.

-დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი, შენ ამას მეუბნები?

თუ დავაკვირდებით იმას, თუ როგორ შემცირდა საგადასახადო შემოსავლების შეგროვება, დაახლოებით 3%-ით. 3% არის დაახლოებით 470 მლნ დოლარია და ეს 470 მლნ დოლარი ნაწილდება.

უფრო მეტი პროკურორი ისვენებს დღეს რივერაზე , ალბათ ჩვენ დროს არავინ არ იქნებოდა ნამყოფი, უფრო მეტი 4 სართულიანი სახლებია საჯარო მოხელეების….

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად