ადეიშვილი 7 ნოემბრის და “იმედის” საქმეზე: სახელმწიფოს ქმედება ლეგიტიმური იყო

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის განცხადებით 2007 წლის 7 ნოემბერს სახელმწიფომ იმოქმედა კონსტიტუციის ფარგლებში და ლეგიტიმურად. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

"საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს. რეალურად, იმ პერიოდში ამაზე მიმდინარეობდა ერთი სერიოზული პროცესი, ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმების და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებული იყო გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა, მითუმეტეს კონსტიტუციური წყობილებას როცა ემუქრება საქმე, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, მიიღოს ზომები, გაატაროს ყველა ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია დემოკრატიის შესანარჩუნებლად." – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – 7 ნოემბრის საქმეზე  ჰქონდა თუ არა ადგილი მიტინგის დაშლისას ძალის გადაჭარბებას ან ძალაუფლების არალეგიტიმურად გამოყენებას? – იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა:

რაც შეეხება არალეგიტიმურობას, ცალსახად არა, რადგან საფუძველი ცალსახად იყო,  როდესაც საფრთხე ემუქრება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება? რიგ შემთხვევაში იყო და ამას რეაგირებაც მოყვა.

კითხვაზე, – ტელეკომპანია "იმედში" როცა მოხდა შესვლა, არ ყოფილა ძალის გადაჭარბება?- ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა:

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლეგიტიმურობის საკითხი არც იქ მდგარა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთვის, ახალი დემოკრატიული სახელმწოფოსთვის ძნელი იყო ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის გამკვლავება, გარკვეულ ექსესებს ჰქონდა ადგილი, გადაჭარბებას ძალისას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით,  ის ზიანი, რომელიც მიადგა "იმედს", ანაზღაურებული იქნა სახელმწიფოსგან, გარკვეული ღონისძიებები მაშინაც იქნა გატარებული." – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად