ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს “ბიზნესის კეთების რეიტინგში” ძალიან მაღალი შედეგი აქვს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა ფორუმის გახსნით პანელზე საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს რეიტინგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მე-6 ადგილი უკავია. საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია განვავითაროთ“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად