ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი: კონსულებმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი უნდა გაზარდონ

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვენჩაი ჟანგის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ქვეყანას რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად ქცევის შესაძლებლობას აძლევს. მისი თქმით, სამომავლოდ საქართველომ საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოახდინოს, რაც აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"საქართველოს გეოგრაფიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველო აზიასა და ევროპას შორის გამტარია. საქართველოს რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო ჰაბად ქცევის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

საქართველო უახლოეს წლებში კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს, აზიის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. საქართველო უნდა შეეცადოს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მეტად დამოუკიდებელი გახადოს. ეს ეხება გზებს, რკინიგზას, აეროპორტს, პორტებს, – საქართველომ საკუთარი ინფრასტრუქტურა მეტად უნდა განავითაროს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის სამეზობლოსთან. ჩვენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკვაშირებელს, მხარს ვუჭერთ.

საქართველომ ინფრასტრუქტურული განვითარების, კუთხით მეტი უნდა გააკეთოს, ამის შემდეგ კი შეეცადოს ინფრასტრუქტურა მეზობენ ქვეყნებთანაც განავითაროს.

საქართველოს კონსულებმა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა უნდა დაამყარონ. კონსულებმა საინვესტიციო კლიმატის გაზრდას უნდა შეეცადონ. საქართველომ ბევრს მიაღწია, მომავალში მეტი უნდა გააკეთოთ, იმისთვის რომ მეტი კერძო სექტორი დააინტერესოთ”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა "აიპრესთან" საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად