ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმებთან და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რომელიც სტრასბურგში, პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და აღნიშნეს, რომ სიძულვილის ენის შეზღუდვა არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად