ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა

ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე ებრაელი სპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ადამ ოქრუაშვილმა ებრაელი ძიუდოისტი ორ სასონი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალის მფლობელიც გახდა.

საქართველოსთვის ეს მეორე ოქროს მედალი გახლავთ. გუშინ ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რუსი ძიუდოისტი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და ბაქოს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო მოიპოვა.

ხვალ, პირველ ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრები იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად