ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე მისი დანგრევის ნაცვლად

მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერისა და დემოკრატი ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღევანდელი სიახლე, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით და ასევე, ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას და ზოგადად, პოლიტიკურ პოლარიზებით თბილისში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება, გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. ისინი, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, თამამდებიან, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და კონსპირაციებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, როგორც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, – ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.

თარგმანი საქართველოს პირველი არხი.

კომენტარები
იტვირთება...