ადამ კინზინგერი: ამერიკის კრიტიკა არ ნიშნავს, რომ საქართველო არ მოგვწონს, გვინდა უკეთესი გახდეს

თქვენ უფრო ევროპული ფეხბურთი გიყვართ, მე უფრო ამერიკული, – ასე უპასუხა “მთავარი არხის” ჟურნალისტის ნათია გოგსაძის კითხვას ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც ასე ჟღერდა, რომ ნიშნავს თუ არა სანქცია ყვითელ ბარათს პენალტის მოლოდინში.

კინზინგერის თქმით, მისი როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის როლი უნიკალურობა არის ის, რომ ორი ქვეყნის მეგობრობას შეუწყოს ხელი.

“ვფიქრობ, ცვლილებების ავტორებმა მესიჯი წამოწიეს. მე არ ვაპირებ ახლა ამაში ჩაღრმავებას, რადგან ჩემი როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის როლი უნიკალურობა არის ის, რომ ორი ქვეყნის მეგობრობას შევუწყო ხელი. მე არ ვიცი რა ფორმულირებით შევა ეს საბოლოო დოკუმენტში და რა შეფასებები ექნება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მთავარი ხაზია ის, რომ კრიტიკა, რომელიც აშშ-დან მოდის იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს საქართველო. ჩვენ გვინდა, რომ ის უკეთესი გახდეს. იგივე გამოწვევები გვაქვს ამერიკაში, მაგრამ ანალოგიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – და მაინც რა ნიშნავს ეს სანქცია, ყვითელ ბარათს პენალტის მოლოდინში? – ადამ კინზინგერი პასუხობს:

“თქვენ ევროპული ფეხბურთი გიყვართ, მე უფრო ამერიკული. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონპროექტის ავტორებმა მესიჯი წამოწიეს, ვნახოთ როგორი ფორმა ექნება საბოლოო ვარიანტს. ჩემი მტავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ჩატარდეს თავისუფალი გამჭვირველი არჩევნები”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენის განცხადებების თარგმანი ასევე “მთავარ არხს” ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად