ადა მარშანია სამადაშვილს და გოცირიძეს: უნამუსოებო, თქვენ დაგიწვეს სახლი აფხაზეთში, დაგიხოცეს ნათესავები?

“თქვენმა პოლიტიკურმა დაქალმა ხოშტარიამ ისეთი უსასტიკესი განცხადებები გააკეთა, კიდევ კარგი, ეს განცხადებები არ მოხვდა მასმედიაში და ეკრანზე. მე შემიძლია გავაჟღერო, რას ყვიროდა პარლამენტის წევრი პარლამენტის დარბაზში რუსულ ენაზე. ამის გამო ავვარდი მე პრეზიდიუმში. ერთი კვირა რომ ატრიალებდნენ თქვენი, საკუთარი ტელეკომპანიები, მარშანია ავიდა პრეზიდიუმში ოკუპანტისთვის სავარძლის გასათავისუფლებლადო, თქვე უნამოსოებო!”

ასე მიმართა პარლამენტის  ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს  სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე,  20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას და განმარტა, რომ  20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ “პოლიტიკურმა დაქალმა უკადრებელი” იკადრა

„ერთი წლის თავზე როგორ ვთქვა ის, რასაც ერთ წლის განმავლობაში ვითმენდი. მე შემიძლია ვთქვა, რას ყვიროდა ქალბატონი პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში. ამის გამო ავედი პრეზიდიუმში. ერთი კვირა, რომ ატრიალებდნენ თქვენი საკუთარი ტელეკომპანიები, რომ მარშანია ავიდა პრეზიდიუმშიოოკუპანტისთვის სავარძლის გასათავისუფლებად, თქვე უნამუსოებო, თქვენ დაგიწვეს სახლი აფხაზეთში, თქვენ დაგიხოცეს ნათესავები, თქვე უნამუსოებო!, „რუსთავი2“, „ფორმულა“, „პირველი“ და ა.შ. ე.წ. ლიბერალური ტელევიზიები. წარმოდგენა არ გაქვთ ლიბერალიზმზე საერთოდ. თქვენ წარმოდგენა გაქვთ მხოლოდ სადიზმზე, ბანდიტიზმზე და ღალატზე. სირცხვილი სიტყვა დაივიწყეთ ან როგორ ბედავთ ამ სიტყვის წარმოთქმას. მე ვბედავ ბევრს, რადგან ამის მორალური და ზნეობრივი უფლება მაქვს. კარგად ვიცი ყველაფერი, ვინ გამომაგდო, ვინ რა გააკეთა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2019 წლის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც დეპუტატებს ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად