ადა მარშანია “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო სიაში არ იქნება

საქართველოს IV -V და IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადა მარშანია “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო სიაში არ იქნება.

პატრიოტთა ალიანსის სიის პირველ ნომრად ირმა ინაშვილი დაასახელეს, რომელიც ამავდროულად, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

როგორც “პატრიოტთა ალიანსის “თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, ის და ადა მარშანია საპარლამენტო სიაში არ იქნებიან, ვინაიდან აგრძელებენ მუშაობას სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით ჩატეხილი ხიდების აღსადგენად.

„ეს იმდენად შრომატევადი და რთული პროცესია, რომ ბევრ დროს მოითხოვს“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ცნობისთვის, ადა  მარშანია მე-9 მოწვევის პარლამენტშო საარჩევნო ბლოკი: “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის”  პარტიული სიით შევიდა.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარალმენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად