ადა მარშანია: ემოციურად და გაბრაზებულად გავილაშქრე ბავშვის უფლებების კოდექსის წინააღმდეგ

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა. ​

აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსთან დაკავშირებით, მან პოზიცია შეიცვალა და კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს მხარს უჭერს კანონპროექტს.

“მე ვიყავი დეპუტატი, რომელმაც ძალიან ემოციურად და გაბრაზებულად გაილაშქრა ამ კოდექსის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ იყო გასაბრაზებელი, მაგრამ საოცარი თანამშრომლობა შედგა კომიტეტში, რაც არის პირველ რიგში, სოფო კილაძის დამსახურება. სასულიერო და ყველა დაინტერსებულ პირთან ერთად, მისხალ-მისხალ გავიარეთ ეს კოდექსი და შემიძლია მხარი დავუჭირო მას. მინდა განვაცხადო, რომ ეს მართლაც არის ჩვენი ეროვნული, ბავშვთა უფლებების დაცვის ქართული კოდექსი”-განაცხადა ადა მარშანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...