ადა მარშანია: დევნილების ულევი ნაკადი მოდის ჩემთან, აღარ შემიძლია

საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ადა მარშანიას განცხადებით, მასთან დევნილების დიდი რაოდენობა მიდის, რომლებიც ლტოლვითა სამინისტროსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"დევნილების ულევი ნაკადი მოდის ჩემთან, აღარ შემიძლია – "მექრთამეობა, მექრთამეობა, მომატყუეს",  მე მომბეზრდა ყველაფერი უკვე, უფლება არ მაქვს ეს არ გითხრათ. 

მთლიანად გასაშვებია თქვენი სამინისტრო, თქვენიანად", – მიმართა ადა მარშანიამ ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს. 

ცნობისთვის, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრები მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...